სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება უცხოელი ექსპერტების მიერ. მათ შორისაა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“, რომლის შეფასება განახორციელა პარიზი - 2 პანთეონ ასას უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის სრულმა პროფესორმა ბრუნო დეფენსიმ.